კვარაცხელიას ისტორიული რეკორდი სერია ა-ში! - ის, რაც არასდროს არავის გაუკეთებია

იტალიის ჩემპიონატში გამართული მატჩი "ტორინოსა" და "ნაპოლის" შორის, სტუმართა გამარჯვებით 0:4 დასრულდა.
ნეაპოლელთა ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა - პენალტი მოიპოვა, თავად გაიტანა და შემდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.
ის გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, ვინც სერია ა-ს სადებიუტო სეზონში 10+ გოლი და 10+ ასისტი გააკეთა.
ხვიჩას ეს მიღწევა კი ტოპ 5 ჩემპიონატში 2006 წლის შემდეგ არავის ჰქონია. ბოლოს მსგავსი შედეგი დიეგომ 17 წლის წინ, ბრემენის "ვერდერის" შემადგენლობაში დააფიქსირა.
ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი