ბარსელონამ ზედიზედ მე-3 კლასიკო მოიგო და რეალს 12 ქულით უპირატესობით გაასწრო
ლა ლიგის 26-ე ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ კედლებში მადრიდის „რეალი“ დაამარცხა.
შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და „ბარსას“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
„რეალი“ მატჩის საწყის წუთებზე არაუხოს ავტოგოლით დაწინაურდა, თუმცა „ბარსამ“ ტაიმის ბოლო წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და საწყისი 45 წუთი არ წააგო.
მეორე ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა - 85-ე წუთზე მარკო ასენსიომ „რეალი“ წინ გაიყვანა, თუმცა გამეორებამ ესპანელს მცირე თამაშგარე დაუფიქსირა და გოლი გაუქმდა.
გადამწყვეტი უპირატესობა კი კატალონიურმა კლუბმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოიპოვა, როცა ლევანდოვსკი - ბალდე - კესის ბრწყინვალე გათამაშება ამ უკანასკნელმა გოლით დაასრულა და „ბარსამ“ ზედიზედ მე-3 კლასიკოს მოგება მოახერხა.
ამ გამარჯვებით ხავის გუნდმა „რეალთან“ სხვაობა 12 ტურით ადრე 12 ქულამდე გაზარდა და ლა ლიგაში ინტრიგა პრაქტიკულად დაასამარა.