ავტორიზაცია

ბარსელონამ მადრიდის რეალთან მე-100 კლასიკო მოიგო

ბარსელონამ მადრიდის რეალთან მე-100 კლასიკო მოიგო
თარიღი 20 მარ 2023, 12:02
ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში "ბარსელონამ" "რეალი" 2:1 დაამარცხა.

ეს გამარჯვება კატალონიური კლუბისთვის მე-100 იყო კლასიკოში.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის "რეალს" 101 მატჩი აქვს მოგებული.

26 ტურის შემდეგ "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 68 ქულით პირველ ადგილზეა. მადრიდის "რეალი" მეორე ადგილზეა და კატალონიელებს 12 ქულით ჩამორჩება.