ავტორიზაცია

რა მოხდა ხოჭოლავას გარშემო? შანსები ნორვეგიასთან, ჰალანდის შეჩერებაზე - სანიოლის პრესკონფერენცია

რა მოხდა ხოჭოლავას გარშემო? შანსები ნორვეგიასთან, ჰალანდის შეჩერებაზე - სანიოლის პრესკონფერენცია
თარიღი 20 Mar 2023, 14:36
მოახლოებული  მატჩების წინ საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.

დავით ხოჭოლავაზე

არ მინდოდა, რომ გუშინ ხოჭოლავას ეთამაშა, თუმცა კლუბმა მთხოვა, მას მენისკის პრობლემა აქვს და აუცილებელი ოპერაცია სჭირდება, დაახლოებით 6-8 კვირა თამაშს ვერ შეძლებს და მისი ნაკრებში გამოძახება არ შეიძლებოდა. ის ოპერაციას ხვალ იკეთებს.

ლოჩოშვილის არ გამოძახებაზე

მან ტრავმის გამო ბევრი გამოტოვა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ არ გამომეძახებინა.

რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელებზე

ჩემთვის პოლიტიკა არაფერს წყვეტს, პრემიერ მინისტრი არ ვარ. ჩემი მიზანია, ნაკრებთან ერთად წარმატებას მივაღწიო და ერთ დღეს, ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ. ამიტომ იმ ფეხბურთელებს ვიძახებ, ვინც უკეთეს კონდიციებში არიან. ფეხბურთი ფეხბურთია, პოლიტიკა
პოლიტიკა. საზონოვი და გაგნიძე იმსახურებდნენ, რომ სანაკრებო
სიაში ყოფილიყვნენ.

დაიხურა თუ არა ყაზაიშვილისთვის ნაკრების კარი?

ამჟამად ყაზაიშვილის ნაკრებში გამოძახებაზე არ ვფიქრობ, რა იქნება მომავალში, ერთად ვნახავთ. ეს ნაკრებია და პოზიტიური გარემო უნდა იყოს. ამისთვის ყველა ერთნაირად უნდა მუშაობდეს და თუ ასე არ ხდება, მაშინ დიდი პრობლემაა.

შანსები ნორვეგიასთან

ნორვეგიას უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავს, თუმცა ჩვენც კარგი ფეხბურთელები გვყავს და გასულ წელს ისეთი პერფორმანსი
ვაჩვენეთ, რომ ასეთ ნაკრებებთან მიზანი გამარჯვებაა.

დებიუტანტ გაბრიელ სიგუაზე

სიგუა თანამედროვე ფეხბურთის სტანდარტებს აკმაყოფილებს. მაგალითად, როგორც გორეცკაა, მას დაცვაში და შეტევაში თამაში კარგად შეუძლია, ფიზიკურადაც ძლიერია. მიმაჩნდა, რომ სიგუა ნაკრებისთვის მზად იყო და გამოვიძახე.

როგორ შევაჩეროთ ჰალანდი?

თუ მათ ჰალანდი ჰყავთ, ჩვენ კაშია გვყავს. მასზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.