ავტორიზაცია

რა შემთხვევაში გადავა ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგაში?

რა შემთხვევაში გადავა ხვიჩა კვარაცხელია პრემიერ ლიგაში?
თარიღი 20 მარ 2023, 15:07
"ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელია შესაძლოა მიმდინარე სეზონის ბოლოს იტალიის სერია A-დან ინგლისის პრემიერ ლიგაში გადავიდეს.

როგორც Football Insider-ისთვის გახდა ცნობილი, "ნიუკასლი" სერიოზულად არის დაინტერესებული 22 წლის ფეხბურთელის დამატებით.

კვარაცხელიას შეუძლია "კაჭკაჭები" შეუერთდეს, თუ გუნდი მიმდინარე სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნიუკასლი" მზად არის ხვიჩას ტრანსფერისთვის 100 მილიონი ევრო გამოყოს.