ავტორიზაცია

ოქროს ბურთის 2023 რეიტინგი: კვარაცხელია პროგრესირებს და უკვე სარეკორდო პოზიციას იკავებს

ოქროს ბურთის 2023 რეიტინგი: კვარაცხელია პროგრესირებს და უკვე სარეკორდო პოზიციას იკავებს
თარიღი 20 მარ 2023, 18:46
ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა GOAL.COM-მა 2023 წლის ოქროს ბურთის ნომინანტთა რეიტინგი განაახლა. 

აღსანიშნავია, რომ კვლავ პროგრესს განიცდის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ამჯერად მე-6 ადგილს იკავებს. წინა რეიტინგში კვარა მე-6 ადგილზე იყო.

ოქროს ბურთის 2023 წლის რეიტინგი ტოპ 10: 

1. ლიონელ მესი (პსჟ)

2. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)

3. კილიან მბაპე (პსჟ)

4. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, ნიგერია)

5. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ბრაზილია)

6. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)

7. მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი)

8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)

9. კაზემირო (მანჩესტერი)

10. ბუკაიო საკა (არსენალი)

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ოქტომბერში როდესაც ეს რეიტინგი პირველად გამოქვეყნდა, 22 წლის გარემარბი მე-15 ადგილს იკავებდა.