ავტორიზაცია

გერმანიამ, იტალიამ და პორტუგალიამ მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, ირლანდიამ ამერიკა გაანადგურა

გერმანიამ, იტალიამ და პორტუგალიამ მინიმალური სხვაობით იმარჯვეს, ირლანდიამ ამერიკა გაანადგურა
თარიღი 19 Nov 2014, 01:59
დღეს ეროვნულმა ნაკრებებმა რამდენიმე საინტერესო ამხანაგური მატჩი გამართეს. საფეხბურთო გულშემატკივართა უმეტესი ნაწილი რონალდუ-მესის დაპირისპირებას ელოდა. "უემბლიზე" პორტუგალიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებების ჯახი შედგა. მატჩმა თავისზე დაკისრებული იმედები ვერ გაამართლა. რონალდუც და მესიც უშედეგო პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. მატჩის მიწურულს პორტუგალიელთა ჰავბეკმა, გერერომ გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. საინტერესო მატჩი გაიმართა, "ესტადიო დე ბალაიდოსზეც", სადაც ესპანეთის ეროვნული ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა. თითქმის იგივე სცენარით განვითარდა ეს მატჩიც. მატჩის 90-ე წუთზე ერთადერთი გოლის გატანა ტონი კროოსმა მოახერხა. ესპანეთი - გერმანია 0:1 გოლი: კროოსი 89' ესპანეთი: კასილასი (კასილია), რამოსი (ბარტრა), პიკე (ალბიოლი), ასპილიკუეტა, რაულ გარსია (კალეხონი), ბრუნო, ბუსკეცი (კამაჩო), ისკო, ბერნატი, ნოლიტო (პედრო), მორატა. გერმანია: ზელერი, ჰოვედესი, მუსტაფი, დურმი, რუდიგერი, ხედირა, კროოსი, რუდი, გიოტცე, მიულერი (ბელარაბი), ვოლანდი. გაფრთხილებები: რაულ გარსია 63' ვიდეო მიმოხილვა: პოლონეთი - შვეიცარია 2:2 გოლები: იედრეცკი 45+, მილიკი 61 - დრმიჩი 4', ფრეი 87' პოლონეთი: ბორუჩი (ფაბიანსკი), იედრეცკი (ბროზი), ცოინეკი, გლიკი, ოლკოვსკი, იოდლოვიცი, რიბუსი, გროშიცკი, კრიჩოვიაკი (ზირო), ზიელინსკი (მილიკი), ლევანდოვსკი (მილა). შვეიცარია: ბიურკი, ვონ ბერგერი, ლანგი, შარი, მუბანდჯი, ფერნანდესი (ფრეი), ინლერი (ბეჰრამი), შტოკერი (მეჰმედი), შაქირი, კასამი (სეფეროვიჩი), დრმიჩი. გაფრთხილებები: ოლკოვსკი 36', ბროზი 71', ზირო (65', 83'), მილა 66' - ბიურკი 59', ბეჰრამი 83' გაძევება: ზირო ვიდეო მიმოხილვა: არგენტინა - პორტუგალია 0:1 გოლი: გერერო 90+1' არგენტინა: გუზმანი, დემიჩელისი, რონალია, ანსალდი, ოტამენდი, მასკერანო, ბილია, დი მარია (ლამელა), პასტორე (პერეირა), მესი (გაიტანი), ჰიგუაინი (ტევეზი). პორტუგალია: ბეტო, პეპე (ფონტე), ბრუნო ალვეში, ბოსინგვა, გომესი (გერერო), ტიაგო, ნანი, დენი (ედერი), ჟოაუ მოუტინიო, ა. გომესი (ადრიენ სილვა), რონალდუ (კვარეჟმა). გაფრთხილებები: ანსალდი 30', ლამელა 82' - მოუტინიო32', ტიაგო 57' ვიდეო მიმოხილვა: უნგრეთი - რუსეთი 1:2 გოლები: ნიკოლიჩი 86' - იგნაშევიჩი 49', კერჟაკოვი 80' ირლანდია - ამერიკა 4:1 გოლები: პილკინგტონი 7', ბრედი 55', მაკლინი 82', ბრედი 86' - დისკრუდი 39' იტალია - ალბანეთი 1:0 გოლი: ოკაკა 82'