ავტორიზაცია

ემანუელ ადებაიორმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა

ემანუელ ადებაიორმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა
თარიღი 21 მარ 2023, 12:24
ცნობილმა ტოგოელმა ფორვარდმა, ემანუელ ადებაიორმა, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

„ჩემი პროფესიონალური კარიერა სავსე იყო მოგზაურობით, კარგი და ცუდი პერიოდებით. მადლობა ჩემ ქომაგებს იმისთვის, რომ ყველა ნაბიჯზე გვერდში მყავდნენ.

მადლობელი ვარ იმისთვის, რაც მოხდა და მოუთმენლად ველი იმას, რაც უნდა მოხდეს.", - აღნიშნა აფრიკელმა.

ადებაიორი საფეხბურთო კარიერას „მეტცში" იწყებდა, შემდეგ „მონაკოში" გადავიდა. მოგვიანებით, ის „არსენალის", „სიტის", „რეალის", „ტოტენჰემის", „კრისტალ პალასის", „ისტანბულის", „კაიზერისპორის", და „ოლიმპია ასუნსიონის" ღირსებას იცავდა. მისი უკანასკნელი გუნდი კი ტოგოლეზური „სემასი" გახდა.

„რეალის" შემადგენლობაში ადებაიორმა ესპანეთის თასი მოიგო, „მონაკოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა, „არსენალში" კი ლიგის თასის ვერცხლის მედლები მოიპოვა. 

ტოგოს ნაკრებში ადებაიორმა 85 მატჩში 32 გოლი გაიტანა.