ავტორიზაცია

რაული მზად არის მადრიდის რეალს უხელმძღანელოს

რაული მზად არის მადრიდის რეალს უხელმძღანელოს
თარიღი 21 მარ 2023, 13:21
მადრიდის "რეალის" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი რაულ გონსალესი კარლო ანჩელოტის წასვლის შემთხვევაში მზადაა გუნდს სათავეში ჩაუდგეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca წერს.

ამ დროისთვის რაული კასტილიას ხელმძღვანელობს, სადაც საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს. მადრიდის "რეალი" რაულის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაწინაურებას განიხილავს.

"ბლანკოსის" ხელმძღვანელობის მოკლე სიაში შედიან ისეთი სპეციალისტები, როგორებიც არიან თომას ტუხელი და მაურისიო პოჩეტინო.