ავტორიზაცია

პირესი: "მბაპეს კაპიტნობა? ეს გრიზმანისადმი აშკარა უპატივცემლობაა"

პირესი: "მბაპეს კაპიტნობა? ეს გრიზმანისადმი აშკარა უპატივცემლობაა"
თარიღი 21 Mar 2023, 22:39
საფრანგეთის ნაკრების ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა, რობერტ პირესმა, გუნდში კაპიტნად 24 წლის კილიან მბაპეს დანიშვნას გამოეხმაურა.

„ლოგიკურია თუ არა ეს არჩევანი? სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. გამოცდილების და სტაჟის გათვალისწინებით, მე უფრო გრიზმანის არჩევას ველოდი.

გაკვირვებული ვარ. მგონია, რომ ანტუანისადმი აშკარა უპატივცემლობას აქვს ადგილი. თუმცა, კილიანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.“, - აღნიშნა „არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა.

ცნობისთვის, დიდიე დეშამის გადაწყვეტილებით, მბაპე ნაკრების კაპიტნად დაინიშნა, გრიზმანი კი - ვიცე-კაპიტნად.