ავტორიზაცია

ზლატანი: "ყატარში სისტემა მუშაობს, იქ არც ნარკოტიკია და არც დანაშაულები, რასაც შვედეთზე ვერ ვიტყვი"

ზლატანი: "ყატარში სისტემა მუშაობს, იქ არც ნარკოტიკია და არც დანაშაულები, რასაც შვედეთზე ვერ ვიტყვი"
თარიღი 21 Mar 2023, 22:46
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ისაუბრა, რით მოეწონა 2022 წლის მუნდიალი და ყატარი და შვედეთი შეადარა.

მსოფლიოს დროს ყატარში იყავით. რას ფიქრობთ ამ ქვეყანასა და ტურნირზე?

ფანტასტიკა. იქ ოჯახთან ერთად ორი დღით ვიყავი. ორგანიზაცია - ათი ქულა. გამოცდილება - ათი ქულა. მატჩები - ათი ქულა. გულშემატკივრები - ათ ქულა. კვება - ათი ქულა. მოგზაურობა - ათი ქულა. ყველაფერი ათ ქულაზე იყო.

ყატარელ ხალხს მუშაობის საშუალება მისცეს. არ მინახავს, როგორ ეპყრობოდნენ ისინი ადამიანებს, ამიტომ ამას ვერ შევაფასებ.

ვფიქრობ, ყატარში სისტემა სათანადოდ მუშაობს. არის თუ არა იქ ნარკოტიკი? არა. ხდება დანაშაულები? არა. ხდება დანაშაულები შვედეთში? კი. არის შვედეთში ნარკოტიკები? კი და თანაც ძალიან ბევრი.

ყატარის სისტემა მუშაობს. შვედეთის მუშაობს თუ არა? მუშაობს, მაგრამ ასი პროცენტით თუ არა - ეს არ ვიცი.“, - აღნიშნა „მილანის“ 41 წლის ფორვარდმა.