ავტორიზაცია

"მათ ხელში, მწვრთნელობა რომ არ დავაპირო, გიჟი უნდა ვიყო", - გუნდოგანმა მსოფლიოს სამი საუკეთესო სპეციალისტი დაასახელა

"მათ ხელში, მწვრთნელობა რომ არ დავაპირო, გიჟი უნდა ვიყო", - გუნდოგანმა მსოფლიოს სამი საუკეთესო სპეციალისტი დაასახელა
თარიღი 21 მარ 2023, 22:54
ილკაი გუნდოგანის აზრით, მას კარიერის მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებთან აქვს ნამუშევარი.

ნათქვამი გაქვთ, რომ მწვრთნელობა გინდათ...

„გიჟი უნდა ვიყო, ამ ვარიანტს რომ არ განვიხილავდე, რადგან ალბათ, დღესდღეობით სამი საუკეთესო მწვრთნელი მწვრთნიდა - პეპ გვარდიოლას, იურგენ კლოპს და თომას ტუხელს საუკეთესოებად მივიჩნევ.

მიმაჩნია, რომ ბუნებრივია, ლიცენზია მაინც მოიპოვო, ცოტა გამოცდილება გაიროვო, შეიგრძნო, როგორია ეს და გადახედო, მოგიხდება თუ არა.

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ მართლა მჯერა, რომ ისეთი თამაშები, როგორიცაა Football Manager, ამ თვალსაზრისით გეხმარება, იმიტომ რომ მათში ვხედავ სხვადასხვა სათამაშო ასპექტებს. ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ ეს თამაში ასე ძალიან მომწონს, ის ძალიან რეალურია.“, - აღნიშნა „სიტის“ ნახევარმცველმა.