ავტორიზაცია

ლეო მესი საუდის არაბეთიდან შემოთავაზებებს არ განიხილავს

ლეო მესი საუდის არაბეთიდან შემოთავაზებებს არ განიხილავს
თარიღი 21 მარ 2023, 23:20
ლიონელ მესი კარიერის საუდის არაბეთში გაგრძელებას არ აპირებს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, არგენტინელისთვის ყველაზე სავარაუდო ვარიანტად „პსჟ-ში“ კიდევ ერთი წლით დარჩენა რჩება. ამჟამად, პარიზელები ლეოს ახალ შეთავაზებას უმზადებენ.

აქამდე აქტიურად იწერებოდა, რომ ფეხბურთელით „ალ-ჰილალი“ და „ალ-იტიჰადი“ ინტერესდებიან, თუმცა მესი ახლო აღმოსავლეთის და კერძოდ, საუდის არაბეთის კლუბების შემოთავაზებების მოსმენას არ აპირებს.

ლეოს მამა, ხორხე მესი, საუდის არაბეთის ვარიანტს კატეგორიულად უარყოფს, რაც სოციალურ ქსელშიც დაადასტურა, როცა ერთ-ერთი ნიუსი „გადასთორა“ და ტყუილში ამხილა.