ავტორიზაცია

"დიდი შანსია"- ედერსონმა ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებში მისვლა არ გამორიცხა

"დიდი შანსია"- ედერსონმა ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებში მისვლა არ გამორიცხა
თარიღი 22 მარ 2023, 02:38
მანჩესტერ "სიტის" მეკარემ, ედერსონმა აღიარა, რომ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შესაძლოა ბრაზილიის ნაკრები ჩააბაროს.

მადრიდის "რეალში" იტალიელი სპეციალისტის მომავალი ბუნდოვანია და გუნდის ყოველი წარუმატებლობა მედიაში ახალ ჭორებს იწვევს. 

ედერსონის თქმით, "ბლანკოსის" მწვრთნელს ნამდვილად შეუძლია "პენტაკამპეონეს" ჩაბარება: 

"მე ველაპარაკე კაზემიროს, ვინისიუსს და მილიტაოს 
და მათ მითხრეს, რომ ანჩელოტის ჩვენს გუნდში მოსვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია. ",- თქვა ბრაზილიელმა მეკარემ.