ავტორიზაცია

ინტერი არჩევანს ორ ფორვარდს შორის გააკეთებს

ინტერი არჩევანს ორ ფორვარდს შორის გააკეთებს
თარიღი 22 Mar 2023, 14:33
მილანის "ინტერი" არჩევანს ორ ფორვარდს შორის გააკეთებს, რომლებიც მომავალ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნებიან.

საუბარია "ლივერპულის: თავდამსხმელ რობერტო ფირმინოსა და მიუნხენგლადბახის "ბორუსისას" ფორვარდ მარკუს ტურამზე.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, "ინტერი" შეეცდება ერთ-ერთი ასეთი თავდამსხმელის შეძენას.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის ტურამი, რომელიც ფირმინოზე ბევრად ახალგაზრდაა, ახლა უფრო პრიორიტეტული ვარიანტია. 

"ნერაძურებმა" უკვე შესთავაზეს ფრანგ ფეხბურთელს წელიწადში 5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასი.