ავტორიზაცია

ფელიქსმა ატლეტიკოს შეატყობინა, რომ მათთან დაბრუნება აღარ უნდა

ფელიქსმა ატლეტიკოს შეატყობინა, რომ მათთან დაბრუნება აღარ უნდა
თარიღი 22 Mar 2023, 23:56
ჟოაო ფელიქსს „ატლეტიკო მადრიდში“ დაბრუნება არ უნდა.

პორტუგალიელი ინსაიდერის პედრუ ალმეირას ინფორმაციით, ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბს უკვე შეატყობინა, რომ „ჩელსიში“ იჯარის დამთავრების შემდეგ, გუნდში დაბრუნება აღარ უნდა.

ფელიქსი „ჩელსიში“ ამა წლის იანვრის შემდეგ თამაშობს. მის ანგარიშზე 9 მატჩში 2 გატანილი გოლია.

როგორც ირკვევა, „ჩელსის“ ფეხბურთელის შეძენა გადაწყვეტილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ჟოაოს პირდაპირ გამოსყიდვა არ შეუძლია, ლონდონელები ზაფხულში „ატლეტიკოსთან“ მოლაპარაკებების წამოწყებას აპირებენ.