"ოჯახთან ერთად ვიფიქრე", - რონალდუნ განმარტა, რატომ გადაწყვიტა მუნდიალის შემდეგ ნაკრებში დარჩენა
კრიშტიანუ რონალდუმ აღიარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ნაკრებიდან წასვლაზე ფიქრობდა.
„ტყუილს არ ვაპირებ. ცხოვრებაში გადაწყვეტილებები უნდა აწონო. ოჯახთან ერთად ამაზე ვფიქრობდით, თუმცა შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სირთულეების მიუხედავად, დანებება არ შეიძლება. სიტუაციას სხვადასხვა კუთხით შევხედე. ბევრი რამ ვისწავლე და მიხარია, რომ აქ დავბრუნდი.
მწვრთნელმა მიმანიშნა, რომ ჩემზე იმედებს ამყარებს. მე ყოველთვის თამაში მინდოდა. როგორც იცით, ის ყველას ესაუბრა, მათ შორის - მეც და გავიაზრე, რომ ჯერ კიდევ შემიძლია, ნაკრებისთვის სასარგებლო ვიყო.
ამას ვგრძნობ, მინდა, პორტუგალია ყველაზე მაღალ დოენზე ავიყვანო. როცა გუნდს დასჭირდება, სულ მზად ვიქნები, ჩემი წვლილის შესატანად.“, - აღნიშნა კრიშტიანუმ.