როდრი: "ჰოლანდი მენტალიტეტით მესის და რონალდუს ჰგავს"
მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველმა როდრი ერნანდესმა თანაგუნდელის ერლინგ ჰოლანდის შესახებ ისაუბრა.
22 წლის ნორვეგიელმა მანჩესტერ "სიტიში" სადებიუტო სეზონში, "ქალაქელების" შემადგენლობაში 37 მატჩში 42 გოლი გაიტანა.
„რა თქმა უნდა, ჰოლანდის თამაში შთამბეჭდავია და ეს მისი პირველი წელია ინგლისში. ის აგრძელებს ადაპტაციას, მაგრამ თავისი ნიჭის წყალობით უკვე 40-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
მისი მენტალიტეტი რონალდუსა და მესის მენტალიტეტს ჰგავს, მაგრამ შედარება ნაადრევია - ეს ორი სტაბილურად აღწევდა წარმოუდგენელ შედეგებს წლების განმავლობაში. ჰოლანდს აქვს ყველაფერი, რომ განაგრძოს განვითარება. ",- თქვა როდრიმ.