მბაპემ გრიზმანთან არსებული კონფლიქტი მოაგვარა
საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა კილიან მბაპემ, რომელიც ეროვნული ნაკრების ახალ კაპიტანად დასახელდა, მისი ახალი როლი თავდამსხმელ ანტუან გრიზმანთან განიხილა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტუანს არ მოეწონა, რომ კაპიტნის სამკლაური მას არ ერგო.
RMC Sport-ის ცნობით, ფეხბურთელებს ჰქონდათ საუბარი, რომლის დროსაც მბაპე ცდილობდა არსებული დაძაბულება განემუხტა.
RMC Sport-ის ცნობით, ფეხბურთელებს ჰქონდათ საუბარი, რომლის დროსაც მბაპე ცდილობდა არსებული დაძაბულება განემუხტა.
მან დაარწმუნა გრიზმანი, რომ ეროვნულ ნაკრებში ლიდერობას არ მონოპოლიზებს. თავის მხრივ, ანტუანმა თქვა, რომ გააგრძელებს გუნდში თამაშს.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების წინა კაპიტანმა უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრების წინა კაპიტანმა უგო ლორისმა სანაკრებო კარიერა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.