კრიშტიანუ რონალდუ ლიხტენშტეინის წინააღმდეგ კიდევ ერთი რეკორდს დაამყარებს
დღეს, პორტუგალიის ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშს დაიწყებს. რობერტო მარტინესის გუნდი საშინაო მატჩს ლიხტენშტეინის წინააღმდეგ გამართავს.
ვარსკვლავი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ თამაშს დიდი ალბათობით პირველივე წუთებიდან დაიწყებს.
თამაშის შემთხვევაში პორტუგალიელი სანაკრებო დონეზე თამაშების რაოდენობით ახალ რეკორდს დაამყარებს.
ახლა რონალდუს 196 მატჩი აქვს ჩატარებული. ბადერ ალ-მუტავამ ქუვეითის ნაკრების შემადგენლობაში იგივე რაოდენობის მატჩი აქვს ჩაატრებული.