BREAKING: ბაიერნი ნაგელსმანის გაშვებას განიხილავს, მისი პოტენციური შემცვლელის ვინაობა უკვე ცნობილია - ფაბრიციო რომანო
სანაკრებო პაუზის დროს, „ბაიერნში" შესაძლოა მწვრთნელი შეიცვალოს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მიუნხენური გუნდის ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან იულიან ნაგელსმანის გაშვებას განიხილავს.
კლუბში ამ გადაწყვეტილებას აქტიურად განიხილავენ და გერმანელ სპეციალისტს კარისკენ შესაძლოა უახლოეს პერიოდში მიუთითონ.
იმ შემთხვევაში, თუ 35 წლის სპეციალისტი „ბაიერნს" დატოვებს, გუნდში დანიშვნის ფავორიტად თომას ტუხელი მოიაზრება, რომელიც სექტემბრის შემდეგ უმუშევარია.
ტუხელს ბუნდესლიგაში მუშაობის გამოცდილება აქვს - თავის დროზე ის „მაინცს" და დორტმუნდის „ბორუსიას" წვრთნიდა.