ლეო მესიმ მე-800 კარიერული გოლი გაიტანა
გამტენიისას, არგენტინის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში პანამას 2:0 მოუგო.
„ალბისელესტესთვის" ეს მატჩი მსოფლიო ჩემპიონის რანგში პირველი იყო და გუნდმა დამაჯერებლად იმარჯვა. გარდა ამისა, ლეო მესიმ მატჩის მიწურულს ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და 4-მატჩიანი უგოლო სერიაც დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გოლი ლეო მესისთვის კარიერაში მე-800 აღმოჩნდა.
701 გოლი ლეომ კლუბებში გაიტანა (ბარსელონასა და პსჟ-ში), 99 კი - ეროვნულ ნაკრებში.