ბაიერნის ბოსები მოხიბლა - როდის შეუდგება საქმეს თომას ტუხელი და ვისთან ექნება დებიუტი?
თომას ტუხელმა საკუთარ კომპეტენციაში „ბაიერნის" ბორდი მარტივად დაარწმუნა.
როგორც გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, ტუხელი უკვე რამდენიმე კვირაა მიუნხენში ცხოვრობს და გუნდის განვითარების გეგმით ხელმძღვანელობით მოხიბვლა მოახერხა.
„ჩელსის" ექს-დამრიგებელი უკიდურესად მოტივირებულია და გუნდთან ერთად პირველ ვარჯიშს უკვე ორშაბათს ჩაატარებს. თუმცა, მის განკარგულებაში მხოლოდ ის ფეხბურთელები იქნებიან, ვინც ნაკრებში არ არის გამოძახებული.
იულიან ნაგელსმანს ბოლო დღეები გუნდთან ერთად აღარც გაუტარებია - თუმცა, მისთვის გაშვების შესახებ პირადად არც უთქვამთ, მან ეს ინფორმაცია ინტერნეტში წაიკითხა.
საინტერესოა, რომ თავის სადებიუტო მატჩში ტუხელი 1 აპრილს ყოფილ გუნდს, „ბორუსია დორტმუნდს" დაუპირისპირდება.