საუთგეიტმა 50-ე მატჩი მოიგო და ნაკრების ისტორიაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა

ევრო 2024-ს შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში ინგლისმა სტუმრად იტალიის ნაკრებს 2:1 მოუგო.
აღნიშნული გამარჯვება ნაკრების სათავეში გარეთ საუთგეიტისთვის 50-ე აღმოჩნდა და მან ინგლისის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ინგლისის ნაკრების აბსოლუტური რეკორდსმენი უოლტერ უინტერბოტომია 78 გამარჯვებით, მეორე ადგილს კი ალფ რამსი (69) იკავებს.
გუშინდელ მატჩში რეკორდი დაამყარა ჰარი კეინმაც - მან ნაკრების მაისურით 54-ე გოლი გაიტანა, უეინ რუნის გადაუსწრო და ინგლისის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.