მოურინიოს რომასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს
Corriere dello Sport-ის ცნობით, "რომას" მთავარი მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს გუნდთან კონტრაქტის განახლება სურს.
წყაროს ცნობით, მოურინიო იმედოვნებს, რომ რომაელებთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს.
წყაროს ცნობით, მოურინიო იმედოვნებს, რომ რომაელებთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს.
მის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.
ამასთან, "რომას" ხელმძღვანელობა შეთავაზების გაკეთებას არ ჩქარობს, რადგან მიმდინარე სეზონის შედეგებს ელოდება.
60 წლის პორტუგალიელი რომას 2021 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. 27 ტურის შემდეგ რომაელები სერია A-ს სატურნირო ცხრილში 47 ქულით მეხუთე ადგილზე არიან.