ნაპოლი სპალეტის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს - ხელშეკრულების პირობები ცნობილია
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლი" გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუჩიანო სპალეტის კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივებას შესთავაზებს.
წყაროს ცნობით, 64 წლის იტალიელის ხელფასი წელიწადში 4 მილიონი ევრო იქნება.
წყაროს ცნობით, 64 წლის იტალიელის ხელფასი წელიწადში 4 მილიონი ევრო იქნება.
აღნიშნულია, რომ უახლოეს თვეებში მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდებიან.
მანამდე ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ სპალეტი მომავალ სეზონში კლუბში დარჩება.
მწვრთნელი ნაპოლის 2021 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. მას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
მწვრთნელი ნაპოლის 2021 წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობს. მას კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება.
27 ტურის შემდეგ ნეაპოლური გუნდი იტალიის სერია A-ს 71 ქულით ლიდერობს.