ავტორიზაცია

საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველ მატჩს გამართავს

საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველ მატჩს გამართავს
თარიღი 25 Mar 2023, 08:48
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს წლის პირველ მატჩს გამართავს და ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთს დაუპირისპირდება.

ვილი სანიოლის ნაკრები თბილისში შეიკრიბა, დასკვნითი ვარჯიშიც დედაქალაქში გამართა და ბათუმში გაფრინდა. ნაკრებს ტრავმის გამო ანზორ მექვაბიშვილი გამოაკლდა.

მატჩზე დასასწრები ბილეთების ნახევარი გაყიდულია. მოგეხსენებათ, 28 მარტს ასევე ბათუმში წლის პირველ ოფიციალურ მატჩში ნორვეგიას შევხვდებით.

 „მონღოლეთის ნაკრები სხვა კონფედერაციას წარმოადგენს და მეტოქის შესახებ ბევრი არ ვიცით. ვუყურეთ მათ მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულ შეხვედრებს და კონკრეტულ დეტალებს ფეხბურთელებს ვუზიარებ. შემადგენლობაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლო პერიოდში მეტი ითამაშეს, ზოგმა ნაკლები. იქნება როტაცია, რადგან ამხანაგური მატჩები სწორედ ამისთვის არის. ფეხბურთელებმა იციან, რას ვფიქრობ ეროვნული ნაკრების მატჩების შესახებ. ეს იქნება ოფიციალური თუ ამხანაგური შეხვედრა, ყოველთვის მოგება მსურს. შედარებით უცნობ მეტოქესთან თამაშშიც, მოთამაშეებისგან ანალოგიურ დისციპლინას და მიდგომას ველი. გულშემატკივრებს საერთაშორისო დონის თამაში უნდა შევთავაზოთ", - განაცხადა ვილი სანიოლმა.

„მონღოლური ფეხბურთს შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტი ვიცით ქვეყნის და მისი ისტორიის შესახებ. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა, თამაში ამხანაგურია თუ ოფიციალური. გავდივართ და ასი პროცენტით ვიხარჯებით და ხვალინდელ შეხვედრაშიც ასე იქნება. ყველამ იცის თურქეთში განვითარებული მოვლენების შესახებ. სამწუხაროდ, ეპიცენტრში მოვხვდი. ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ, ფსიქოლოგიურად კი ფეხბურთი მეხმარება, რადგან ყოველდღიური ვარჯიშების ფონზე ნაკლებად ვფიქრობ მომხდარზე“. - საბა ლობჟანიძე

საქართველო - მონღოლეთი

დასაწყისი: 25 მარტი, 18:00
ადგილი: ბათუმი არენა, ბათუმი

სავარაუდო შემადგენლობა:

ლორია, კაკაბაძე, საზანოვი, დვალი, აზაროვი, გაგნიძე, აბურჯანია, ლობჟანიძე, დავითაშვილი, კვარაცხელია, ვოლკოვი
TOP.GE