სალაჰი გახდა მეშვიდე მოთამაშე, რომელმაც აფრიკულ ნაკრებში 50 და მეტი გოლი გაიტანა

"ლივერპულის" თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტის ნაკრების შემადგენლობაში 50-ე გოლი გაიტანა.
აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ეგვიპტებმა მალავი 2-0 დაამარცხეს, 30 წლის ფეხბურთელმა შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა.
აფრიკის ერთა თასის საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც ეგვიპტებმა მალავი 2-0 დაამარცხეს, 30 წლის ფეხბურთელმა შეხვედრის პირველი გოლი გაიტანა.
Squawka-ს ცნობით, სალაჰი მხოლოდ მეშვიდე მოთამაშეა, რომელმაც აფრიკულ ნაკრებში 50 და მეტი გოლი გაიტანა.
ამ შედეგის დაფიქსირება აქამდე შემდეგმა მოთამაშეებმა შეძლეს: გოდფრი ჩიტალუმ (ზამბია), კინა ფირი (მალავი), ჰოსამ ჰასანი (ეგვიპტე), დიდიე დროგბა (კოტ დ'ივუარი), სამუელ ეტოო (კამერუნი) და ასამოა გიანი (განა).
მოჰამედ სალაჰის დებიუტი ეგვიპტის ნაკრებში 2011 წელს შედგა - იმ დროს თავდამსხმელი 19 წლის იყო.
მოჰამედ სალაჰის დებიუტი ეგვიპტის ნაკრებში 2011 წელს შედგა - იმ დროს თავდამსხმელი 19 წლის იყო.