ავტორიზაცია

ნაპოლი კიმ მინ ჯესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

ნაპოლი კიმ მინ ჯესთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს
თარიღი 26 მარ 2023, 11:30
"ნაპოლის" ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ ჯეემ შესაძლოა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

26 წლის ფეხბურთელის მოქმედი ხელშეკრულება 2025 წლამდეა ძალაში. სამხრეთ კორეელის მიმართ ინტერესი უკვე გამოხატა ინგლისის რამდენიმე ტოპ კლუბმა, რომლებიც, როგორც ამბობენ, აპირებენ ისარგებლონ 50 მილიონი ევროს გამოსყიდვის პუნქტით. 

Calciomercato-ს ცნობით, "ნაპოლი" აპირებს მალე დაიწყოს მოლაპარაკებები ვარსკვლავთან ახალ კონტრაქტზე. მცველს შესთავაზებენ ხელფასების გაზრდას და ტრანსფერის გამოსყიდვის ვარიანტი გადაიხედება ან წაიშლება.

კიმ მინ ჯე "ნაპოლიში: გასულ ზაფხულს "ფენერბახჩედან" გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ლუჩიანო სპალეტის გუნდში 35 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.