ავტორიზაცია

პსჟ-ს პრეზიდენტი: "სუპერლიგა ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს"

პსჟ-ს პრეზიდენტი: "სუპერლიგა ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენს"
თარიღი 27 Mar 2023, 11:13
ფრანგული "პსჟ"-ს ხელმძღვანელმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ევროპის სუპერლიგის შესაძლო დაწყების შესახებ ისაუბრა.

„არ მსურს ამ პროექტის განხილვა. პსჟ-სთვის ეს საფრთხე არ არის. ჩვენ უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ, გვინდა კლუბის განვითარებაზე გავამახვილოთ ყურადღება. ახალი განცხადებები მომავალ კვირას. თქვენ ნახავთ სიახლეებს საფეხბურთო სამყაროს შესახებ. “, - თქვა ლსჟ-ს პრეზიდენტმა.

"პსჟ" საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე კრისტოფ გალტიეს გუნდი მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხდა.