ანსუ ფატის მამა კლუბის ბორდს შეხვდა - ფეხბურთელის წასვლა ახლოვდება?
ანსუ ფატის მომავალი „ბარსელონაში“ ეჭვქვეშ რჩება.
Diario Sport-ის ინფორმაციით, 20 წლის ფეხბურთელის მამა, ბორა ფატი, „ბარსელონას“ დირექტორებს, იორდი კროიფს და მატეუ ალემანის შეხვდა. ამჟამად, ფატის მომავალი კატალონიურ კლუბში გადაწყვეტილი არ არის.
ამასთან, „ბლაუგრანას“ რთულმა ფინანსურმა მდგომარეობამ ფეხბურთელის წასვლას შესაძლოა ხელი შეუწყოს. მის მიმართ ინტერესს პრემიერ ლიგის კლუბები იჩენენ.
ჟურნალისტი ელენა კონდისი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ფატის შესაძლო წასვლაზე საუბარი არ ჩამოვარდნილა. ფეხბურთელის მამამ ანსუს როლით მღელვარება გამოთქვა. ალემანიმ კი მას უთხრა, რომ კლუბს ანსუს იმედი აქვს, თუმცა სათამაშო დროის საკითხს მხოლოდ ხავი წყვეტს.