რეალი ზაფხულში სერიოზულად გაძლიერებას არ აპირებს და არც მწვრთნელის შეცვლაზე მუშაობს - Marca
Marca-ს თუ დავუჯერებთ, ზაფხულში „რეალი“ შემადგენლობის საგრძნობლად გაძლიერებას არ აპირებს.
ამის გამო, კლუბის ხელმძღავნელობის აზრით, გუნდისთვის იდეალური მწვრთნელი კარლო ანჩელოტია, რომელსაც გასახდელის მართვა და ატმოსფეროს მოწესრიგება იდეალურად გამოსდის.
მიმდინარე სეზონის მსვლელობისას, ანჩელოტი სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ყველა შეხვედრას ესწრება და კლუბის გეგმებში, როგორც ჩანს, სამომავლოდაც შედის.
სიტუაციას ის ამარტივებს, რომ 63 წლის სპეციალისტი „თეთრების“ ხელმძღვანელობაზე არანაირ ზეწოლას არ ახდენს და არც მოთხოვნებს არ უყენებს.
ანჩელოტის კონტრაქტი „რეალთან“ 2024 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. მას ხშირად უწინასწარმეტყველებენ სეზონის ბოლოს ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნას, თუმცა ამ დრომდე იტალიელს ოფიციალური მოლაპარაკებები არავისთან არ წამოუწყია და თავის ნებაზე თუა, „რეალში“ აპირებს დარჩენას.
ერთადერთი, რამაც შეიძლება სეზონის ბოლოს ანჩელოტის მომავალზე გავლენა მოახდინოს - თუ ის ესპანეთის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას კრახით დაასრულებს.