ავტორიზაცია

ბრაჰიმ დიასის რეალში დაბრუნების ალბათობა იზრდება

ბრაჰიმ დიასის რეალში დაბრუნების ალბათობა იზრდება
თარიღი 28 მარ 2023, 13:48
მადრიდის "რეალი" ახლოსაა ნახევარმცველის ბრაჰიმ დიასის დაბრუნებასთან, რომელიც "მილანში" მესამე სეზონს ატარებს. 

Diario AS-ის ინფორმაციით, დღითიდღე უფრო და უფრო იზრდება დიასის "რეალში" დაბრუნების ალბათობა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავად ბრაჰიმს "მილანში" დარჩენა ურჩევნია, რადგან მადრიდის "რეალში" თამაშის დიდ პერსპექტივას ვერ ხედავს. 

ამ სეზონში დიასმა სერია A-ში ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.