ნორვეგიის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დღეს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი ტურის მატჩს ჩაატარებს.
ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში "აჭარაბეთ არენაზე" ნორვეგიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა უკვე ცნობილია.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი
მცველები: საბა კვირკველია, გურამ კაშია (C), ჯიმი ტაბიძე
ნახევარდაცვა: ირაკლი აზაროვი, ნიკა კვეკვესკირი გიორგი აბურჯანია, ოთარ კაკაბაძე
თავდასხმა: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, ზურიკო დავითაშვილი
შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ ტრანსლიაციას პირველი არხი განახორციელებს.