საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ნორვეგიასთან ქულით დაიწყო

საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ნორვეგიის ნაკრებთან ფრით 1:1 დაიწყო.
პირველი ნახევარი სტუმართა უპირატესობით წარიმართა. მე-15 წუთზე ანგარიში ალექსანდერ სორლოთმა გახსნა. პირველ ნახევარში მამარდაშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია.
მწორე ნახევარი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, 50-ე წუთზე სანიოლის გუნდი ახლოს იყო გოლთან, მაგრამ ოთარ კაკაბაძის დარტყმა მეკარე ნილანდმა მოიგერია.
61-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ დასწრებაზე კარგად ითამაშა, რასაც ბრწყინვალე სპრინტი და გოლი მოჰყვა (1:1).
ამრიგად, "ჯვაროსნებმა" ევრო შესარჩევის პირველ შეხვედრაში ქულა მოიპივეს. სანიოლის გუნდი მორიგ მატჩს 17 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ ჩაატარებს.