სანიოლი: “ფეხბურთი ვითარდება და სულ ერთი სისტემა ვერ მუშაობს”
საქართველოსა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა
ნორვეგიასთან ნათამაშები 1:1 მატჩი შეაფასა.
“პირველი ტაიმით, განსკაუთრებით საწყისი 20-25 წუთით, უკმაყოფილო ვარ. ვერ ვთამაშობდით ჩვენ თამაშს, ბურთს ხშირად ვკარგავდით. თამაშის გამოსწორება პირველ ნახევარში ვცადეთ, მეორე ტაიმში კი, მცველი ფორვარდით შევცვალეთ და ამან შედეგი გამოიღო. სისტემის ცვლილებამ შეხვედრის მიმდინარეობა შეცვალა. განსხვავებული იყო ფეხბურთელების დამოკიდებულებაც, უფრო ამბიციურები იყვნენ, მეტ ორთაბრძოლას იგებდნენ. როდესაც შეგიძლია თამაშის ასე შემოტრიელბა, ნიშნავს, რომ გაქვს საკმარისი ხარისხი. გუნდი მეორე ტაიმში სწორედ აზროვნებდა.
გაშვებულის გოლის დროს მამარდაშვილმა, სამაწუხაროდ, ბურთი ცუდად შეიყვანა თამაშში და მალევე მივიღეთ შეტევა. თუმცა, ამის შემდეგ ფანტასტიკური თამაში ჩაატარა. ის ყოველ უიქენდზე დამაჯერებელია ვალენსიასთან ერთად და ბედნიერი ვარ, რომ ამას ჩვენთან ერთადაც აკეთებს.
სამ მცველიანმა ტაქტიკამ გასულ სეზონში დიდი წარმატება მოგვიტანა. თუმცა, ფეხბურთი ყოველთვის ვითარდება და როდესაც სულ ერთი სისტემით თამაშობ, გარკვეულ მომენტში, ის აღარ მუშაობს. ჩვენ თამაშში ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი. ბოლო წუთებზე ოთხი შემტევით ვთამშობდით. გამოვიყენებთ თუ არა ამ სისტემას უფრო ხშირად, დრო გვიჩვენებს, გასათვალისიწნებელია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ტაქტიკის ცვლილება მოთამაშეებზე დადებითად აისახა და დაეხმარა შესაძლებლობების წარმოჩენაში. ასე რომ, მეორე ტაიმის ტაქტიკა, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი ვარიანტი სამომავლოდ.
მიქაუტაძემ ბოლო პერიოდში ბევრად გააუმჯობესა თამაში. ის შედეგიანია კლუბში და დღეს გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ნაკრებისთვის. გიორგი არ არის ტიპიური ცენტრფორვარდი, რომელსაც ბურთის შენარჩუნება შეუძლია. გასათვალისწინებელია, რომ ბუდუ ზივზივაძე ამჟამად კლუბში ცოტას თამაშობს და საუკეთესო ფორმაში არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ ზივზივაძის და მიქაუტის დუეტი, შესაძლოა, ძალიან საინტერესო იყოს.
ერთა ლიგის გასულ გათამაშებაში ხვიჩა თითმქის ყოველთვის მოედნის ცენტრში მოქმედებდა. ის ძალიან ნიჭიერია და ბევრ პოზიციაზეა შეუძლია თამაში. კვარაცხელიას უყვარს ფლანგიდან ცენტრში შეწევა, სწორედ ასე თამაშობს ნაპოლიში და უფრო მოსწონს მარცხენა ფლანგზე ყოფნა. თუმცა, როდესაც ვთხოვ, ცენტრში ითამაშოს, არაფერს ამბობს, ყოველთვის ბედნიერია და მზად არის ამისთვის”, - განაცხადა სანიოლმა.