ავტორიზაცია

მხოლოდ ხელის მოწერა დარჩა! - კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის პირობები ცნობილია

მხოლოდ ხელის მოწერა დარჩა! - კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის პირობები ცნობილია
თარიღი 29 Mar 2023, 16:45
"ნაპოლის" ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს. ამის შესახებ Footmercato იტყობინება.

აღნიშნულია, რომ კვარაცხელიას ხელფასი წელიწადში 1 მილიონი ევროდან 2,5 მილიონ ევრომდე გაიზრდება. მისმა ანაზღაურებამ შესაძლოა სეზონში 4 მილიონ ევროს მიაღწიოს, ბონუსების ჩათვლით. 

გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე, ოსიმენი გახლავთ, რომელიც წელიწადში 5 მილიონ ევროს იღებს, ბონუსების ჩათვლით.

წყაროს ცნობით, კონტრაქტში გათავისუფლების პუნქტი არ არსებობს, მაგრამ იტალიელებმა უკვე განაცხადეს, რომ მინიმუმ 100 მილიონ ევროს მოითხოვენ.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 23 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.