დავიდ ვილა ესპანური გუნდის მფლობელი გახდა
ყოფილი ესპანელი თავდამსხმელი დავიდ ვილა, რომელიც "ბარსელონაში" თამაშობდა, საფეხბურთო კლუბის მფლობელი გახდა.
მანამდე კონსორციუმმა, რომელშიც დავიდი შედის, შეიძინა ამერიკული კლუბი "კინსბორო", ახლა კი გავრცელდა განცხადება, რომ 41 წლის ფეხბურთელმა ესპანური გუნდი "ბენიდორმი" შეიძინა, რომელიც მეექვსე ლიგაში გამოდის.
კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსე სანტიაგო ლოპესმა წარმატებები უსურვა DV7-ს და იმედი გამოთქვა, რომ მის დროს კლუბი ფორმას დაიბრუნებს - გასული საუკუნის ბოლოს ესპანური გუნდი მესამე ლიგაში თამაშობდა.
კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსე სანტიაგო ლოპესმა წარმატებები უსურვა DV7-ს და იმედი გამოთქვა, რომ მის დროს კლუბი ფორმას დაიბრუნებს - გასული საუკუნის ბოლოს ესპანური გუნდი მესამე ლიგაში თამაშობდა.