ავტორიზაცია

ანტონიო კონტემ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ანტონიო კონტემ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 31 Mar 2023, 13:59
იტალიელმა სპეციალისტმა ანტონიო კონტემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ "ტოტენჰემი" დატოვა, თავისი მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. 

Tuttosport-ის ცნობით, მწვრთნელმა ტურინის "იუვენტუსის" ინტერესის მიუხედავად, კარიერაში პაუზის აღება გადაწყვიტა.

კონტე ლონდონის გუნდის მთავარ მწვრთნელად 2021-2023 წლებში მუშაობდა. იტალიელის წასვლის შემდეგ ლონდონურ კლუბძი დროებით მწვრთნელად კრისტიან სტელინი დაინიშნა.