სერიალი მბაპეს და რეალის მონაწილეობით გვიბრუნდება - კილიანმა მადრიდში გადასვლა გადაწყვიტა (ისევ?!)
სეზონის ბოლოს, კილიან მბაპე „პსჟ-ს“ ხელმძღვნელობას შეხვდება.
როგორც ჩანს, კილიან მბაპეს და მადრიდის „რეალის“ მონაწილეობით სერიალის ახალი სეზონი კარს მოგვადგა. ფრანგი „პსჟ-დან“ წასვლაზე კვლავ დაფიქრდა.
როგორც AS ამტკიცებს, მბაპე თავისი ოცნების ასრულებას (ისევ?) და მადრიდში გადასვლას აპირებს. თავდამსხმელს „პსჟ-ს“ დატოვება ამ ზაფხულსვე სურდა, თუმცა მოქმედი კონტრაქტის გამო, შეიხები მას არსად გაუშვებენ. თუმცა, ფრანგს გუნდიდან წასვლა 2024 წლის ზაფხულში შეუძლია: მას კონტრაქტის 2025-მდე გახანგრძლივებაც შეუძლია, თუმცა ეს მხოლოდ მის სურვილზეა დამოკიდებული.
თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, მბაპეს გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ამჟამად, ის თავის ოცნებას გაქცევის საშუალებას აღარ მისცემს.
„მადრიდი მზად არის მბაპე დაიმატოს, მაგრამ მხოლოდ უფასოდ - „პსჟ-სთან“ პირდაპირი მოლაპარაკებები გამორიცხულია.“ - ესპანელი ჟურნალისტი პაკო დელგადო ადასტურებს, რომ „რეალი“ მზადაა მბაპე თავისთან მიიღოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გუნდიდან წასვლის სურვილს საჯაროდ გამოთქვამს და „მადრიდს“ მინიშნებას მისცემს.
გასულ წელს ყველაფერი ისე ჩანდა, თითქოს ამაზე აშკარა სცენარი აღარც არსებობდა - მბაპე „რეალში“ უნდა გადასულიყო. მაგალითად, ერთი წლის წინ, მარტში, Marca წერდა, რომ მბაპეს მომავალი კონტრაქტი არამხოლოდ შეთანხმებული, არამედ გაფორმებულიც კია - თანაც, 30 იანვარს.
თუმცა, „პსჟ-სთან“ გახანგრძლივების შემდეგ, ფრანგულმა პრესამ ჩამოაყალიბა ვერსია, რომელსაც ყველაფრის ახსნა შეუძლია: იწერება, რომ ფეხბურთელის გარემოცვამ - მეგობრებმა და ოჯახმა - შეგნებულად შექმნეს შთაბეჭდილება, რომ მბაპე „რეალში“ მიდიოდა, რათა „პსჟ-სგან“ უკეთესი შემოთავაზება მიეღოთ და როცა ეს გამოვიდა, საპირისპირო ქმედებებით „მადრიდსაც“ გააუმჯობესებინეს პირობები.
უკვე 2023-ში ფრანგულმა ტელეარხმა RMC Sport-მა ეს ინსაიდი უფრო დააზუსტა: მბაპემ და „პსჟ-მ“ გახანგრძლივებაზე ჯერ კიდევ 2022-ს მარტში მოილაპარაკეს. თავდამსხმელმა ყველაფერი მაშინვე გადაწყვიტა, მაგრამ „რეალს“ არაფერი არ უთხრა.
მბაპემ საბოლოო გადაწყვეტილება „რეალს“ მხოლოდ მაისში შეატყობინა. ქვემოთ მოცემულია მისი და ფლორენტინო პერესის დიალოგის მონახაზი:
მბაპე: „მადლობა, რომ „რეალში“ თამაშის საშუალება მომეცით. კლუბში, რომელსაც ბავშვობიდან ვოცნებობდი. საბოლოოდ, „პსჟ-ში“ დარჩენა გადავწვყიტე.“
პერესი: „ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ. მათ შენი ბავშვური ოცნება გაანადგურეს.“
სახალხოდ, პერესმა ფეხბურთელისადმი ზეწოლაზე ისაუბრა: „ის შეიცვალა - მას სხვადასხვა რაღაცებს სთავაზობდნენ, აწვებოდნენ და მბაპე სხვა ადამიანად იქცა. არ არსებობს არავინ, ვისაც შეუძლია „რეალზე“ მაღლა დადგეს.“
თავად კილიანიც არ იყო ჩუმად: „რეალს და ფლორენტინო პერესს დიდ პატივს ვცემ. მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემ გადასაბირებლად და ჩემი გაბედნიერებისთვის, ამიტომ გადავწყვიტე, გადაწყვეტილების სათქმელად პირადად დამერეკა. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, გადაწყვეტილება საკუთარი თავისთვის მივიღე და ვფიქრობ, რომ არ შევცდი.“
ყველა დარწმუნებული იყო, რომ „რეალისა“ და მბაპეს ურთიერთობა დიდი ხნით გაფუჭდა, მაგრამ სულ რაღაც 10 თვეში, ეს ასეთი ცალსახა აღარ არის.