პსჟ ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ ორ ფეხბურთელს სთავაზობს
"პარი სენ-ჟერმენი" სერიოზულად აპირებს "ნაპოლის" ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის შეძენას. ამის შესახებ RMC Sport იტყობინება.
წყაროს ცნობით, "პსჟ"-ს საფეხბურთო მრჩეველი ლუის კამპოსი უკვე რამდენჯერმე შეხვდა ოსიმენს, რათა დაერწმუნებინა იგი "პარიზულ კლუბში გადასვლაში.
წყაროს ცნობით, "პსჟ"-ს საფეხბურთო მრჩეველი ლუის კამპოსი უკვე რამდენჯერმე შეხვდა ოსიმენს, რათა დაერწმუნებინა იგი "პარიზულ კლუბში გადასვლაში.
მანამდე ნიგერიელი "ლილში" სწორედ პორტუგალიელმა ფუნქციონერმა მიიყვანა, საიდანაც ნეაპოლურ გუნდში გადავიდა. თავად ოსიმენი პარიზულ კლუბში შესაძლო გადასვლის წინააღმდეგი არ არის.
"ნაპოლი" თავდამსხმელისთვის მინიმუმ 100 მილიონი ევროს მიღებას ელის, "პსჟ"-ს ფინანსური სამართლიანი თამაშის შეზღუდვის გამო ასეთ თანხის გადახდა არ შეუძლია.
კამპოსს სურს ორი მოთამაშის შეთავაზებით ოსიმენის ღირებულება შეამციროს. ეს ფეხბურთელები მაურო იკარდი და ლეანდრო პარედესი არიან.