მანჩესტერ სიტიმ ლივერპული პრობლემების გარეშე დაამარცხა
ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურის შეხვდრაში მანჩესტერ "სიტი" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" დაუპირისპირდა და დამაჯერებელი ანგარიშით 4:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში მე-17 წუთზე მუჰამედ სალაჰმა გასხნა, აქედან ათ წუთში ხულიან ალვარესმა რომელიც ტრავმირებულ ჰოლანდს ცვლიდა წონასწორობა აღადგინა (1:1). მიუხედავად "ქალაქელთა" აქტიურობისა პირველი ნახევარი სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა.
გავრდიოლას გუნდი საქმეს მეორე ნახევრის სტარტზევე შეუდგა. 46-ე წუთზე დე ბრუინმა "სიტი" წინ გაიყვანა. 53-ე წუთზე გიუნდოგანმაც შეაგდო, მატჩში საბოლოო წერტილი კი 74-ე წუთზე ჯეკ გრილიშმა დასვა (4:1).
ამრიგად, მანჩესტერ "სიტიმ" აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა და "არსენალთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა. იურგენ კლოპის გუნდს 52 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის ზონამდე 7 ქულა აშორებს.