ავტორიზაცია

დებიუტიც ასეთი უნდა - ტუხელმა მიუნხენური კარიერა ყოფილი გუნდის დამარცხებით დაიწყო

დებიუტიც ასეთი უნდა - ტუხელმა მიუნხენური კარიერა ყოფილი გუნდის დამარცხებით დაიწყო
თარიღი 01 Apr 2023, 22:35
ბუნდესლიგის 26-ე ტურში „ბაიერნმა“ „დორტმუნდი“ დაამარცხა.

აღნიშნული შეხვედრა მიუნხენური კლუბის სათავეში თომას ტუხელისთვის სადებიუტო გამოდგა და მან თავის ყოფილ გუნდს 4:2 მოუგო.

შეხვედრაში დუბლი თომას მიულერმა შეაგდო, კიდევ ერთი გოლი კინგსლი კომანის ანგარიშზეა, ერთი კი თავის კარში მეკარე კობელმა გაიტანა.

51-ე წუთისთვის „ბაიერნი“ 5:1-ს იგებდა, თუმცა შემდეგ სვლას უკლო და მეტოქეს ორი გოლის გატანის საშუალება მისცა - 72-ზე თავი ემრე ჯანმა გამოიჩინა პენალტიდან, 90-ზე კი მატჩში წერტილი მალენმა დასვა.

ამ გამარჯვებით „ბაიერნმა“ 55 ქულა დააგროვა, „დორტმუნდს“ 2 ქულით გადაუსწრო და სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნა.