ავტორიზაცია

პსჟ-ში ოსიმენის პოტენციური ხელფასი ცნობილია

პსჟ-ში ოსიმენის პოტენციური ხელფასი ცნობილია
თარიღი 02 Apr 2023, 12:50
"ნაპოლის" ნიგწრიელი ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის "პსჟ"-ს სატრანსფერო სამიზნეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინსაიდერმა ნიკოლო შირამ განაცხადა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობამ 24 წლის ნიგერიელ ბომბარდირისთვის კონტრაქტი მოამზადა. 

პარიზელები მზად არიან ოსიმენს წელიწადში ათი მილიონი ევრო გადაუხადონ. ვიქტორის ტრანსფერზე დაახლოებით 150 მილიონი ევროს არის შეფასებული.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ოსიმენმა 23 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 21 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.