პსჟ-ს ფეხბურთელი: "კლუბს პატივს არ ვცემთ, მოედანზე თავს სრულად არ ვდებთ"
"პსჟ"-ს ნახევარმცველმა დანილო პერეირამ საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "ლიონთან" საშინაო მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. დედაქალაქელი გუნდი ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
„კლუბს პატივს არ ვცემთ, მოედანზე ბოლომდე არ ვდებთ თავს. თუ იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ, ჩემპიონობის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.
„კლუბს პატივს არ ვცემთ, მოედანზე ბოლომდე არ ვდებთ თავს. თუ იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ, ჩემპიონობის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.
ახლა გუნდი რთულ პერიოდს გადის. სხვაობა არც ისე დიდია - მხოლოდ ექვსი ქულა. ბევრი რამ უნდა შევცვალოთ, მაგრამ ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ. “, - თქვა პორტუგალიელმა ნახევარმცველმა.
29 ტურის შემდეგ "პსჟ" 66 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს.
29 ტურის შემდეგ "პსჟ" 66 ქულა აქვს და ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს.