ფერარა: "ლეაუმ უნდა გააუმჯობესოს დაცვაში თამაში, კვარაცხელია უფრო გუნდური მოთამაშეა"
"იუვენტუსის" ყოფილმა მცველმა ჩირო ფერარამ "მილანის" ფეხბურთელ რაფაელ ლეაუსა და "ნაპოლის" ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ლეაუმ უნდა გააუმჯობესოს დაცვაში თამაში, ხოლო შეტევაში ის უფრო მეტად ეყრდნობა თავის ინსტინქტებს. კვარაცხელია უფრო გუნდური მოთამაშეა. თუ ის დაკარგავს ბურთს, მაშინვე დაცვას ეხმარება. “, - თქვა ფერარამ.
"ლეაუმ უნდა გააუმჯობესოს დაცვაში თამაში, ხოლო შეტევაში ის უფრო მეტად ეყრდნობა თავის ინსტინქტებს. კვარაცხელია უფრო გუნდური მოთამაშეა. თუ ის დაკარგავს ბურთს, მაშინვე დაცვას ეხმარება. “, - თქვა ფერარამ.
გუშინ, 2 აპრილს, "მილანმა" სერია A-ს 28-ე ტურის მატჩში "ნაპოლი" 4-0 დაამარცხა.
"როსონერის" შემადგენლობაში რაფაელ ლეაუმ დუბლი შეასრულა. ბრაიმ დიასმა და ალექსის სალემეკერსმა თითო გოლი გაიტანეს.