ჩელსის ამერიკელ მფლობელს ნაგელსმანში ეჭვი მისი ასაკის გამო ეპარება

ამ დრომდე პრესაში აქტიურად იწერება, რომ გუშინ გაშვებული გრემ პოტერის შემცვლელად „ჩელსი“ გერმანელ იულიან ნაგელსმანს მოიაზრებდა.
როგორც Sky Sports იტყობინება, „ბაიერნის“ ექს-დამრიგებლის შედეგები და მუშაობის სტილი „ჩელსის“ მფლობელ ტოდ ბოელიზე შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელებს ეჭვი ნაგელსმანის ასაკის გამო ეპარება, რომელიც დღეს მხოლოდ 35 წლისაა.
თავად გერმანელს ზაფხულამდე სურს პაუზის აღება, თუმცა მიუხედავად ამისა, მზადაა „ჩელსის“ შემოთავაზება მოისმინოს.
მიუხედავად ყველანაირი საუბრებისა, ჯერჯერობით მხარეებს შორის არანაირი კონტაქტი არ შემდგარა.