ავტორიზაცია

მესის ბედი პსჟ-ში გაირკვა

მესის ბედი პსჟ-ში გაირკვა
თარიღი 04 Apr 2023, 12:47
"პსჟ"-ში თავდამსხმელის ლიონელ მესის მომავალთან დაკავშირებით აზალი ინფორმაცია ვრცელდება.

Lequipe-ის ცნობით, 35 წლის ფეხბურთელი, სავარაუდოდ, ამ სეზონის ბოლოს პარიზულ გუნდს დატოვებს. ეს გამოწვეულია იმით, რომ ფეხბურთელს არ სურს კლუბთან ფინანსური დათმობები წავიდეს.

მხარეებმა ხანგრძლივი მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ხელფასებზე ვერ შეთანხმდნენ. "პსჟ" მზადაა დატოვოს მესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ხელფასის შემცირებას დათანხმდება.

ლიონელის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტებს შორის არის "ბარსელონა" და "მაიამი ინტერი". მას კონტრაქტი 2023 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.