ავტორიზაცია

პეტი: "მესის მიმართ ტრიბუნებიდან სტვენა ფეხბურთის უპატივცემულობაა"

პეტი: "მესის მიმართ ტრიბუნებიდან სტვენა ფეხბურთის უპატივცემულობაა"
თარიღი 04 Apr 2023, 13:08
"არსენალისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ "პსჟ"-ს გულშემატკივრები თავდამსხმელი ლიონელ მესის სტვენისთვის გააკრიტიკა.

"პსჟ-ს პრობლემა მესი ან ნეიმარი არ არის. კლუბს არ ესმის, რომ ვარსკვლავური მოთამაშეების მოწვევით კომფორტული პირობები უნდა შექმნან. მერე ყველაფერი გამოვა. ეს ჩანს არგენტინის ნაკრების მაგალითზე. ისინი იყვნენ მეომრების გუნდი და მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატი. ბარსელონაშიც ყველა ლეოზე თამაშობდა.

პსჟ-ში ყველაფერი სხვაგვარადაა. მესის მიმართ ტრიბუნებიდან სტვენა ფეხბურთის უპატივცემულობაა. ლეოს ვურჩევ, რაც შეიძლება მალე წავიდეს იქიდან. “, - თქვა პეტიმ.

მესის პარიზელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდეა გათვლილი.