მესი ბარსელონაში დასაბრუნებლად მზადაა ხელფასი 4-ჯერ შეიმციროს
"პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელი ლიონელ მესი მზად არის ფინანსური მსხვერპლი გაიღოს "ბარსელონაში" დასაბრუნებლად.
არგენტინელი არ არის დარწმუნებული "პსჟ"-ს პროექტის სპორტულ პერსპექტივაში, ამიტომ ამ დროისთვის ის შორს არის კლუბთან კონტრაქტის განახლებისგან.
არგენტინელი არ არის დარწმუნებული "პსჟ"-ს პროექტის სპორტულ პერსპექტივაში, ამიტომ ამ დროისთვის ის შორს არის კლუბთან კონტრაქტის განახლებისგან.
არგენტინელს მიმდინარე ხელშეკრულების ვადა ივნისის ბოლოს ეწურება, "ბარსელონა", მცირე ბიუჯეტით, ცდილობს 35 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას.
FootMercato-ს ცნობით, მესის ანაზღაურება კატალონიურ კლუბში იქნება არაუმეტეს 10 მილიონი ევრო წელიწადში - ოთხჯერ ნაკლები ვიდრე "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტით. თუმცა, ვარსკვლავი ფეხბურთელი, როგორც ჩანს, მზად არის ასეთი მსხვერპლის გასაღეად.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის შეძენით საუდის არაბეთის "ალ-ჰილალი" ინტერესდება, რომელიც წელიწადში 400 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის შეძენით საუდის არაბეთის "ალ-ჰილალი" ინტერესდება, რომელიც წელიწადში 400 მილიონ ევროზე მეტს სთავაზობს.